თბილისის მერის ოთხწლიანი ანგარიში 

უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ხუთი თვით ადრე თბილისის მერი განხორციელებულ პროექტებს და გამოწვევებს აჯამებს.

18 მაისიდან კახა კალაძე მოსახლეობას სფეროების მიხედვით პირადად წარუდგენს, თუ რა გაკეთდა 2017 წლიდან დღემდე. მთავარ მიღწევად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და რეკრეაციული ზონების მოწყობა სახელდება, პრობლემებს შორის სახელდება მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემები და ქაოტური მშენებლობები, რაზეც პასუხისმგებლობას მერიის წინა ხელმძღვანელობას აკისრებენ. თითქმის ოთხწლიანი საქმიანობის შეფასების დროს მერიის, ოპოზიციის და გარემოს დამცველების შეფასებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.