თბილისის მერის განცხადება

აქციის მონაწილეების მხრიდან ინფრასტრუქტურის დაზიანებასა და აქციებში არასრულწლოვნების ყოფნაზე საუბრობს თბილისის მერი. კახა კალაძის თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებოდა.

დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის, რაზეც კარგა ხანია, ხმამაღლა და დაუფარავად ვსაუბრობთ, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, არეულობისთვის, საზოგადოების დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს.