თბილისის მერის ანგარიში

თბილისის მერმა ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა.

დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ან ახლა იგეგმება.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაწესებულ რეგულაციებზე და სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმაზე.

გეგმაშია ავტობუსების პარკის მთლიანად განახლება, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა, მიწისზედა მეტროს პროექტი და პარკების მასშტაბური რეაბილიტაცია.

ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობა სრული შემადგენლობით ესწრებოდა.