თბილისის მერის ანგარიში
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერს მოუსმინეს. კახა კალაძე საკრებულოს წევრებს ანგარიში გააცნო. ინფრასტრუქტურული პროექტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა – ეს არის იმ თემების მცირე ჩამონათვალი, რაზეც კახა კალაძემ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა. დღესვე, დედაქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ, მომდევნო წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მაკა არჩევნიშვილის ჩართვა #მოამბე