თბილისის მერის ანგარიში
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერს უსმენენ. კახა კალაძე საკრებულოს წევრებს ანგარიშს აცნობს. ინფრასტრუქტურული პროექტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა – ეს არის იმ თემების მცირე ჩამონათვალი, რაზეც კახა კალაძემ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა. დღესვე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო მომდევნო წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს.
მაკა არჩევნიშვილის ჩართვა #მოამბე