თბილისის მერის ანგარიში 

21:46, 17.07.2025

მერია სფეროების მიხედვით ოთხწლიანი საქმიანობის შეჯამებას განაგრძობს.

ამჯერად კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტები წარმოადგინეს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მძიმე მემკვიდრეობა და გასხვისებული თუ განადგურების პირას მისული ინფრასტრუქტურა დასახელდა. ახალი სპორტული ობიექტები, რეაბილიტირებული მოედნები, მულტიფუნქციური ცენტრები, გარემონტებული მუზეუმები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელოვნებო სკოლები, მედიათეკები და ბიბლიოთეკები, ახალგაზრდული ბანაკები, ახალგაზრდების მხარდასაჭერად სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსება, სტუდენტური ფესტივალი – უკვე ამოქმედებულ პროგრამებთან და ჩატარებულ სამუშაოებთან ერთად დაანონსდა ახალი პროექტებიც.

პრეზენტაციას პრემიერი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

მსგავსი