თბილისის მერის ანგარიში 

დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას ბოლო წლებში გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. თბილისის მერმა პრეზენტაცია ზღვის უბნის პარკში გამართა. ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ნაგავსაყრელი იყო, ახლა დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული რეკრეაციული სივრცეა. თბილისში მწვანე სივრცეების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მერიის მთავარ პრიორიტეტად რჩება. კახა კალაძემ დღეს ახალი ინიციატივაც გააჟღერა – ყველას ვისაც გარემოსდაცვითი მიმართულებით კონკრეტული იდეა აქვს, ქალაქის მერი თანამშრომლობას სთავაზობს.