თბილისის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები

რა გაკეთდა დედაქალაქში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში – სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის სექტორების შემდეგ, თბილისის მერმა საზოგადოებას, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო.

უსახლკაროების ბინებით უზრუნველყოფა, კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში მიღწეული პროგრესი, მომსახურების გაუმჯობესება საბავშვო ბაღებში და კვლევებისა და ოპერაციების დაფინანსება – კახა კალაძემ მერიის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. ითქვა ისიც, რომ   ოქტომბრამდე საცხოვრებლით უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. მთავარ მიღწევებს შორის – პენსიონერებისთვის მედიკამენტების დაფინანსება, შშმ პირების დახმარება, შინ მოვლისა და სხვა სერვისების უზრუნველყოფა დასახელდა.