გარემოს დაცვის მიმართულებით, ბოლო წლებში თბილისში განხორციელებული პროექტების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა დღეს თბილისის მერმა. კახა კალაძემ ბოლო 8 წელიწადში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. ახალი პარკების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა – ეს იყო თემები, რაზეც ყველაზე მეტი აქცენტი გაკეთდა. 2018 წლიდან – დღემდე, დედაქალაქში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2,600-მდე პარკს და სკვერს, განახლდა და მოეწყო 375 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე, 142 ჰექტარზე კი ტყის აღდგენის სამუშაოები ჩატარდა. ზღვისუბნის პარკში დღევანდელ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.