თბილისის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგენილია. სისტემა რამდენიმე საათის განმავლობაში დროებით გათიშული იყო და მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ ემსახურებოდა. მერიის ინფორმაციით, ამის მიზეზი სავარაუდო კიბერშეტევა გახდა. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, ხარვეზი ფიქსირდებოდა და აუდიოჩანაწერი ირთვებოდა, სადაც საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები და სხვადასხვა პოლიტიკოსების გამოსვლებიდან განცხადებები, ასევე საპროტესტო მოწოდებები ისმოდა. მერიის ინფორმაციით, „საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ. თბილისის მერის განცხადებით, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.