თბილისის მერია ექსპლუატაციაში მისაღები შენობებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს. მთავარი არგუმენტი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა. თუ აქამდე დედაქალაქის მთავრობა, გამოცხადებული სამშენებლო ამნისტიით გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა. უკვე დღეს თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას მკაფიო დირექტივა მისცა და ნებისმიერი მშენებლობის დეტალური მონიტორინგი დაავალა. ბოლო სამშენებლო ამნისტიით ექსპლუატაციაში 1000-მდე საცხოვრებელი კორპუსი შევიდა. შეღავათები სამშენებლო კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით ეხებოდა, მათ შორის შენობის ექსპლუატაციაში მიღება იმ შემთხვევებში ხდებოდა თუ დარღვეული იყო K1, K2 და K3 პარამეტრები, გადაჭარბებული იყო ავტოსადგომების რაოდენობა და დაშვებული ფართობი.
რატომ გახდა საჭირო რეგულაციების გამკაცრება და რა შედეგი მოიტანა სამშენებლო ამნისტიამ – მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.