თბილისის მერიის გადაწყვეტილება

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება. ეს გადაწყვეტილება მერიამ მთავრობის სხდომაზე მიიღო და ახლა დოკუმენტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. დღეს მერიაში აზუსტებენ, რომ ზონის სტატუსის ცვლილება, თბილისის მხოლოდ 11 არეალს ეხება, რომელზეც მერიის დაკვეთით ერთ-ერთი კომპანია კვლევას ახორციელებდა.