თბილისის მერიის ახალი პროექტი

„თბილსერვის ჯგუფმა“ საპილოტე პროექტი დაიწყო, რომელიც ნაგვის ურნების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, დაგეგმილია შიდა ეზოებიდან დაახლოებით 1500 ურნის გატანა და ცენტრალურ გზებსა და მეორად ქუჩებზე განთავსება. როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ განმარტავენ, ურნების გადატანა მოხდება საცხოვრებლიდან მოშორებით, მაქსიმუმ 200 მეტრით დაშორებულ დისტანციაზე.