თბილისის მერი მდინარე ვერეს კალაპოტში გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტში გაწმენდით სამუშაოებს გვიან ღამით გაეცნო. კახა კალაძის თქმით, თბილისში ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის  შედეგად, წყალმოვარდნის პრევენციისთვის, ე.წ. ცხაურების გაწმენდა გახდა საჭირო.

ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობდა.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, მდინარე ვერეს კალაპოტში ორ ადგილზე ე.წ. ცხაურები ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით გაკეთდა.