თბილისის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

15:24, 22.08.2018

კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო დედაქალაქის მერი. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მარჯვენა სათადარიგო ზოლის საექსკავაციო სამუშაოები.

პროექტით გათვალისწინებულია 8 კმ ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობა.

მოწესრიგდება გზაგამყოფი ზოლი, შეიცვლება განათების ბოძები და ახალი ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება.

მსგავსი