თბილისის მერი გარე კაფეების მეპატრონეების პროტესტს ეხმაურება

დედაქალაქის მერი თბილისში მოქმედი გარე კაფეების მეპატრონეების პროტესტს ეხმაურება. კახა კალაძის თქმით, ბიზნესის მიერ სავალ ნაწილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის გამო, ზოგიერთ ქუჩაზე ქვეითების გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

მერია მაგიდების გარეთ განთავსების აკრძალვას არ აპირებს, თუმცა როგორც კალაძე განმარტავს, გარკვეული რეგულაციები აუცილებელია.

ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, გარე კაფეების მეპატრონეებს გონივრულ ვადაში, დოკუმენტაციის და იმ ესკიზების წარმოდგენა ევალებათ, რის განთავსებასაც იჯარით აღებულ ტერიტორიაზე გეგმავენ.

სათანადო საბუთების მოწესრიგების შემთხვევაში, მათ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება ექნებათ.

გარე კაფეების მფლობელებმა მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ უკმაყოფილება გასულ კვირას გამოთქვეს.