თბილისის მერი 92-ე ბაგა ბაღში მშობლებისთვის საკვების გადაცემის პროცესს დაესწრო

თბილისის მერი 92-ე ბაგა ბაღში მშობლებისთვის საკვების გადაცემის პროცესს დაესწრო. კახა კალაძის განცხადებით, არამალფუჭებადი დაფასოებული საკვები ყველა აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა.

საკვების გადაცემის პროცესს ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ. თბილისის მერიისა და ბაგა ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით, პროდუქტი მთელი არდადეგების პერიოდში დარიგდება.