მედიაციის დღეები 2018 – თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც სამოქალაქო მედიაციაზე, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო პანელები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერი მედიაციაში, კოლექტიური შრომითი დავების მოგვარება და შრომით დავებზე მედიაციის დანერგვის პერსპექტივა საჯარო სამსახურში.
მედიაციის დღეები თბილისში უკვე მეორედ იმართება.