თბილისის მე-18 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის მე-18 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა სამი ანიმაციური ფილმი: „ცხოვრების ტანგო“, „ბედი ჩაკრულოსი“ და „გამოფენა“ იხილა. 2025 წლის საფესტივალო საკონკურსო პროგრამაში 12 ქვეყნის 17 კინოსკოლის 25 ფილმია წარმოდგენილი.
1980-იან წლებში დაარსებული და 2007 წელს აღდგენილი კინოფესტივალი აერთიანებს საკონკურსო კინოპროგრამას, ინდუსტრიულ პლატფორმასა და პროფესიული მასტერკლასების ციკლს.