თბილისის მარათონი 2026
თბილისის ქუჩებში მე-15 მარათონი გაიმართება.
გარბენი სტარტს 27 სექტემბერს 8:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აიღებს. განახლებული მარშრუტი კვლავ ცენტრალურ უბნებს მოიცავს და სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. გასულ წელს ღონისძიებაში მონაწილეობა 60-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო.