თბილისის კონოფესტივალის ქართული პროგრამა

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც 13 წლის წინანდელ ომზეა.

რეჟისორ ბესო სოლომონაშვილის სადებიუტო ნამუშევარში ოკუპაციის სიმძიმე ერთი ოჯახის ისტორიითაა გადმოცემული. „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, – ასე დაასათაურა ავტორმა ფილმი, რომლის პრემიერა დეკემბერში გაიმართება. კინოფესტივალის ქართულ სექციაში 9 სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები. ქართველი რეჟისორების ჟანრობრივად განსხვავებულ ნამუშევრებს შორის ლევან კოღუაშვილის „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმიცაა. ფესტივალს სწორედ „მეოთხე ბრაიტონი“ გახსნის. ფილმების ჩვენება 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.