თბილისის კინოფესტივალი

4 დეკემბრიდან თბილისი ცნობილი კინოპროდიუსერების და რეჟისორების თავშეყრის ადგილად იქცევა.

დედაქალაქი საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. ფესტივალზე, რომელსაც 17 წლიანი ისტორია აქვს, მსოფლიო კინოშედევრებთან ერთად, რამდენიმე კინოფესტივალზე გამარჯვებული ქართული ფილმიც იქნება წარმოდგენილი.

ნამუშევრებს ხუთწევრიანი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულებისთვის კი, ორი პრიზია დაწესებული: ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის და ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის.

საფესტივალო პროგრამას თათია კუჭუხიძე გაგვაცნობს.