თბილისის ხელოვნების ბაზრობა 

22:06, 22.05.2026

სივრცე, რომელიც ქართველ და უცხოელ ხელოვანებს აერთიანებს.

თბილისი ტრადიციად ქცეულ პლატფორმას მასპინძლობს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სახელოვნებო სცენების დამაკავშირებელი სივრცეა. 10-ზე მეტი ქვეყანა და 35 გალერეა – თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა. ერთმანეთისგან გამოყოფილ პავილიონებში არტისტები სხვადასხვა ჟანრში შესრულებულ შემოქმედებას წარმოადგენენ, მრავალფეროვანი პროგრამა გამოფენებს, ვორქშოფებს და თანამედროვე ხელოვნების აქტუალურ თემებზე დისკუსიებს მოიცავს.

რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბურ ბაზრობაში დამოუკიდებელი ხელოვანებიც მონაწილეობენ. მათ პერსონალური ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. ყოველწლიური ღონისძიება მიზნად ისახავს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და მსოფლიო არტ სცენებს შორის თანამშრომლობის წახალისებას.

მსგავსი