თბილისის ჯაზ-ფესტივალი

მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში.

საქართველო ჯაზ-ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია, ჯაზის საღამოები ლუკა თოფურიას ბენდით გაიხსნება. პარალელურად გაიმართება გამოფენები და ჩვენებებიც.

მეორე დღეს მსმენელის წინაშე წარდგებიან მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ, ასევე გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ფესტივალის ბოლო დღეს კი, იტალიური ბენდი „მოტელ კაიჯუ“ და ლეგენდარული სტენლი კლარკი გააფორმებენ.

წლევანდელ ჯაზ-ფესტივალს ტრადიციულად „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს.