თბილისის ისტორიული ნაგებობების ციფრული რეკონსტრუქცია

მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ისტორიული ნაწილი ამჯერად ახალი კატალოგით გაცოცხლდება.

დღევანდელ თავისუფლების და მაშინდელ პასკევიჩ-ერივანსკის მოედანზე განლაგებული უნიკალური შენობების იერსახის ციფრული რეკონსტრუქცია დასრულდა. კატალოგთან ერთად ორი საუკუნის წინანდელი 12 ძეგლი შეგიძლიათ ეროვნული მუზეუმის ვებ-გვერდზეც დაათვალიეროთ.

პროექტის ფარგლებში ციფრულად სრულად განახლდა ისტორული მოედნის შუაში მდგარი ოპერის შენობაც,  რომელიც 1874 წელს დაიწვა და აღარ აშენებულა. საარქივო მასალების შემვეობით აღდგა ის შენობებიც, რომლებიც დაკარგულია ან იერსახე აქვს შეცვლილი.  ერივანსკის მოედნის პროექტი ძველი თბილისის  ბეჭდური კატალოგების სერიის ნაწილია.

დატოვე კომენტარი