„თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ - დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო ახალ პროექტს იწყებს

„თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ – ამ სახელწოდებით დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო ახალ პროექტს იწყებს.  ყოველი თვის პირველ შაბათს საკრებულოს კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც თბილისის ისტორია და დღევანდელი დღე აინტერესებს.

პროექტში ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და  პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. ისინი  სტუმრებს  ქალაქის ისტორიას გააცნობენ, თვითმმართველობის განვითარების ეტაპების შესახებ ისტორიულ  ექსკურსს ჩაატარებენ და საკრებულოს ახლანდელი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრებენ.

ორი საათის განმავლობაში, სტუმრებს დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, არქიტექტორი თამაზ გერსამია და მხატვარი ქეთი მატაბელი უმასპინძლებენ.