თბილისის „იბერია“ საქართველოს ჩემპიონია

15:22, 07.12.2025

თბილისის „იბერია“ საქართველოს ჩემპიონია. ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტურში მან „გაგრა“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. „იბერიას“ კონკურენტმა გორის „დილამ“ კი შინ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა, 2:2 ითამაშა და ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. ცნობისთვის, მომავალ წელს ევროთასებზე ოთხი ქართული გუნდი ითამაშებს. ეროვნულ ლიგაში დასარჩენად კი  „თელავი“ და საგარეჯოს „გარეჯი“ იბრძოლებენ, რომლებიც პლეი ოფში ეროვნული ლიგა 2-ის მეორე-მესამე ადგილოსნებს, „სპაერსა“ და „მეშახტეს“ შეხვდებიან. პლეი ოფის მატჩები 10 და 14 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი