თბილისის „იბერია“ ევროტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს
22 წლის შემდეგ პირველად ქართული საფეხბურთო კლუბი ევროტურნირების ძირითად ეტაპზე იასპარეზებს.
საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ საპასუხო მატჩში ჩრდილოეთი ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნი“ 2:1 დაამარცხა და კონფერენს-ლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. „იბერიამ“ დაწინაურება დამატებით დროში მოახერხა. 102 წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა საქართველოს ჩემპიონ კლუბს გატანილი გოლით ისტორიული გამარჯვება მოუტანა. ევროპის ლიგის პლეი-ოფში „იბერიის“ მეტოქე პოლონურ „იაგელონიასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება.