თბილისის გრანდ სლემი

18:44, 16.03.2026

საქართველოს ძიუდოს ნაკრები გრანდ სლემისთვის ემზადება. დილიდან ღია ვარჯიში გაიმართა. ტურნირს თბილისი 20-22 მარტს უმასპინძლებს. გრან სლემზე 54 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 42 ძიუდოისტით გამოვა.

შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი