თბილისში მიმდინარე „გრანდ სლემზე“ ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს. პრესტიჟული ტურნირი საქართველოში მესამედ ტარდება და მასში 61 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობს. ტურნირში ჯამში 40 ქართველი მიიღებს მონაწილეობას.
დეტალებით „თბილისი არენადან“ დავით ბანანაშვილი ჩაგვერთვება – რა მოლოდინები აქვთ ქართველ სპორტსმენებს?