თბილისის ღია ჩემპიონატი ტყვიის სროლაში

18:43, 10.12.2025

ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, ტყვიის სროლაში თბილისის ღია ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეობდნენ თბილისის სკა, კლუბი „ნინო სალუქვაძე“, თელავისა და ქუთაისის გუნდები.

წლის ბოლო ტურნირი მიზნად ეროვნული და ასაკობრივი გუნდების დაკომპლექტებას ისახავდა. ქალებში ჩემპიონი ნინო სალუქვაძის კლუბის წარმომადგენელი, სალომე ფროდიაშვილი გახდა, ვაჟებში – ქუთაისელი გიორგი მუმლაძე, შერეულ წყვილებში კი – ნინო სალუქვაძის კლუბის სახელით მოასპარეზე მარიამ მარშავამ და ლევან ქადაგიძემ გაიმარჯვეს. ევროპის ჩემპიონატი 16, 18 და 21-წლამდელებში 9-დან 15ტ თებერვლამდე სოფიაში ჩატარდება, უფროსებში კი – შეჯიბრი, 27 თებერვლიდან 5 მარტამდე, ერევანში გაიმართება.

მსგავსი