თბილისის გენერალური გეგმის მიმართულებები

თბილისის ახალი გენერალური გეგმა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: კომპაქტური, მწვანე, კარგად შეკავშირებული და მედეგი ქალაქი. გენგეგმამ თბილისის განვითარება მომავალი 10 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს. პროექტზე მუშაობა  „სითი ინსტიტუტმა“ 2015 წელს დაიწყო.  ტრანსპორტის, ბუნებრივი რისკის შემცველი ტერიტორიების თუ ქალაქის ისტორიული ნაწილის მოწესრიგებასთან ერთად, დოკუმენტი რეკრეაციული ზონების შექმნასაც ითვალისწინებს. თბილისის გენერალური გეგმის შემუშავება, ბიუჯეტს 2 მილიონ 800 000 ლარი დაუჯდა.