თბილისის განვითარების გენგეგმა დამტკიცებულია

37 მომხრე 4 წინააღმდეგ – რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, თბილისის განვითარების გენერალური გეგმა დამტკიცებულია. ოპოზიციამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. 2030 წლამდე სწორედ ამ ჩარჩო გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს თბილისში, სატრანსპორტო პოლიტიკა, განაშენიანება, რეკრეაციული ზონების მატება და ყველა ის საკითხი, რომელიც ქალაქის ცხოვრებას ეხება.

დოკუმენტი არ მოსწონს ოპოზიციას. კრიტიკის ძირითადი მიზეზი რეკრეაციული ზონების შემცირება იყო, თუმცა უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ რეალურად გენერალური გეგმის მიხედვით, გამწვანებული სივრცეები თბილისში 5 მილიონი კვადრატული მეტრით გაიზრდება.

 

დატოვე კომენტარი