10 თებერვალს გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა სასამართლოს უმაღლესი ინსტანცია გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ძალაში.
საუბარია თბილისის განვითარების ფონდიდან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომლის ძიება 2013 წელს დაიწყო. საკასაციო საჩივარში პროკურატურა ითხოვს, შეიცვალოს თბილისის ყოფილი მერის მიმართ ბრალდების ფორმულირება გაფლანგვის მუხლით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ახლა მთავარი კითხვაა, რა განაჩენით დასრულდება გახმაურებული საქმის განხილვა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო სასჯელთან დაკავშირებით. უგულავა თანაგუნდელებთან ერთად საპატიმრო სასჯელს პროგნოზირებს.