თბილისის ფოტოფესტივალის გამოფენა

ორ სხვადასხვა თემატიკაზე გადაღებული ფოტოები საგამოფენო სივრცეში განთავსდა.

გურამ წიბახაშვილის და დავით მესხის ნამუშევრები ფოტოგრაფიის მუზეუმშია წარმოდგენილი. პეპლები და ადამიანის სხეული ავტორების შთაგონების წყაროდ იქცა.

ეს არის პირველი ექსპოზიცია, რომლითაც ფოტოგრაფები რამდენიმეწლიანი დაკვირვების შედეგს საზოგადოებას წარუდგენენ. ორი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენით თბილისის ფოტოფესტივალი 2022 წლის 28 თებერვალს დაიხურება.

 

დატოვე კომენტარი