თბილისის ფოტოფესტივალი

ხვალ თბილისში ფოტოფესტივალი გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ხელოვანების ექსპოზიციები მსოფლიოსთვის აქტუალურ თემებზე.

საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ ახალგაზრდა ქართველი ფოტოხელოვანებიც.

ფესტივალი 10 წლის ხდება, ამიტომ ღონისძიების პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანი და მასშტაბურია.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის გახსნაა.