თბილისის ფინანსური სამიტი

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მეორე დღე ფინანსურ სამიტს დაეთმო.

საერთაშორისო ეკონომიკური ღონისძიება, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, შუა დერეფნის განვითარების პარალელურად, საქართველოს ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნის ხელშეწყობას ითვალისწინებს. „ფინანსური სამიტი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გახსნა. ნათია თურნავამ გლობალური ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებს ქართული საფინანსო სიტემის უპირატესობები და სექტორში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფინანსურ სექტორში ინოვაციების დასანერგად და რას სთავაზობს საქართველო პოტენციურ პარტნიორებს – მარიამ  ბერძენიშვილი დეტალებით.