თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა

დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის სახელი ეწოდა.

დინამო თბილისმა ყველაზე დიდ წარმატებას ნოდარ ახალკაცის მწვრთნელობის პერიოდში მიაღწია.

გუნდმა უეფა-ს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ორჯერ აიღო თასი.