თბილისის „დინამოს“ დიდი გამარჯვების 50 წლის იუბილე

15:25, 03.09.2026

„დინამო არენაზე“ ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვების 50 წელი აღინიშნა. 1976 წლის 3 სექტემბერს, თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერევნის „არარატი“ 3:0 დაამარცხა და ტიტულს პირველად დაეუფლა. ეს ნოდარ ახალკაცის ფორმაციის „დინამოს“ პირველი ჯილდო იყო, საიდანაც გუნდის აღმასვლა დაიწყო. „დინამო არენაზე“ ამ გამარჯვებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. გაიმართა ილია ბაბუნაშვილის წიგნის, „ჩემი გაზაფხულის ფეხბურთის“ პრეზენტაცია, ბოლოს კი – გიგა გვენცაძის ფილმის, „ახალი გუნდი – ფინალი ნომერი 5“-ის პრემიერა შედგა. საიუბილეო ღონისძიება სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი