თბილისის „დინამო“ ლეგენდების თასის ნახევარფინალშია

18:30, 12.01.2020

თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდმა,  ბერლინში მიმდინარე ლეგენდების თასზე გელზერკირხენის „შალკესთან“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მოიგო და გათამაშების ნახევარფინალში გავიდა.

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში თბილისელებმა გერმანული გუნდი 6:3 დაამარცხეს.

კახა კალაძემ და ალექსანდრე იაშვილმა „შალკეს“ კარი 2-2-ჯერ აიღეს, 1-1 გოლი კი ოთარ მარცვალაძისა და დავით კვირკველიას ანგარიშზეა.

თბილისის „დინამო“ ნახევარფინალში ბრემენის „ვერდერს“ შეხვდება – მატჩი მცირე ხანში დაიწყება. სამწუხაროდ, პირველ დღეს მიღებული ტრავმის გამო ლევან კობიაშვილმა ბერლინის „ჰერტაში“ ვერ ითამაშა.

მსგავსი