„თბილისის ცის ქვეშ“- მერია ახალ პროექტს იწყებს

„თბილისის ცის ქვეშ“- დედაქალაქის მერია ახალ პროექტს იწყებს.

გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების პრეზენტაცია წარადგინა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალი პლატფორმა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საკუთარი იდეები ახლებური ხედვით, ღია ცის ქვეშ განახორციელოს.