თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია

როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი – თბილისის მერმა დეტალური პრეზენტაცია წარადგინა. 36 ჰექტარამდე ტერიტორიაზე, სხვადასხვა რეკრეაციული სივრცე მოწყობა. საჭირო თანხებს ფონდი „ქართუ“ გამოყოფს. ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა მერიას საჩუქრად გადასცა. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება.