თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია 

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მომავალი იერსახე ცნობილია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის მერიისთვის უსასყიდლოდ გადაცემულ ტერიტორიაზე გასაშენებელი ცენტრალური პარკის ესკიზი დღეს საზოგადოებას გააცნეს. ეს იქნება 36 ჰექტარზე გაშლილი რეკრეაციული სივრცე რამდენიმე ბაღით, შადრევნით, ამფითეატრით, სპორტული და კვების ზონებით, საგანმანათლებლო ცენტრით, ველო-ბილიკებით და საფეხმავლო ხიდებით. მულტიფუნქციური სივრცის მოსაწყობად საჭირო ხარჯებს ფონდი „ქართუ“ დაფარავს. ჰოლანდიური კომპანია სამუშაოებს ამ თვიდან დაიწყებს. დედაქალაქს ყველა ასაკისთვის გათვალისწინებული ახალი პარკი ორ წელიწადში უნდა ჰქონდეს.