თბილისის ბიუჯეტის განხილვა
დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად ვერსიას, თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა და შენიშვნებით და რეკომენდაციებით, ის დედაქალაქის მერიას უკან გადაუგზავნა. 2026 წლის თბილისის ბიუჯეტის საერთო მოცულობა, 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით თითქმის 100 მილიონი ლარით მეტია. წინა წლების მსგავსად, თბილისის მერიისთვის მთავარ პრიორიტეტს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება წარმოადგენს. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე არ არის ორიენტირებული და ბიუჯეტზე მსჯელობის დროს, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ საკუთარი ინიციატივები წარმოადგინა. მმართველ გუნდში კი – განმარტავენ, რომ მთლიანი ბიუჯეტის 28 პროცენტი, სწორედ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება. ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი – ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის დაიხარჯება, როგორიცაა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და ტრამვაის ხაზის მშენებლობა.