თბილისის ბიუჯეტი

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი საკრებულოს დაუბრუნდა.

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, დოკუმენტი 56 მილიონი ლარით არის გაზრდილი. თბილისის ბიუჯეტი ჯამში 928 მილიონ ლარამდე იქნება. 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისეინებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარება და პრიორიტეტული სოციალური პროგრამების დაფინანსება.