26 წელი სცენაზე, არაერთი საერთაშორისო აღიარება, უამრავი კონცერტი და ასობით კომპოზიცია – ასეთია თბილისის ბიგ-ბენდის მუსიკალური მემკვიდრეობა.
საქართველოში პირველი და ერთადერთი საესტრადო ჯაზ-ბენდი, რომელმაც ჯაზის მსოფლიო დღის აღნიშვნაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის წერილი „იუნესკოსგან“ მიიღო, მნიშვნელოვანი საღამოსთვის ემზადება. თბილისობის ფარგლებში ბიგ-ბენდი მსმენელს განსაკუთრებულ საღამოს შესთავაზებს. დაგეგმილი კონცერტისთვის აქტიურ მზადებასთან ერთად 20 სექტემბერს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება – ილიას ბაღში, სადაც ბენდი წლებია მოღვაწეობს და მნიშვნელოვან მუსიკალურ პროექტებზე მუშაობს, ბიგ-ბენდის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება.