თბილისის ბიბლიოთეკების რეფორმა

პროტესტის მიზეზი ხდება თბილისის ბიბლიოთეკებში დაწყებული რეფორმა. თანამშრომლების დიდი ნაწილი შენობების შესაძლო გასხვისების და სამსახურის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს. ამ ეჭვებს მათ მერიის სამოქმედო გეგმა უჩენს. ამ გეგმის მიხედვით, დედაქალაქში მოქმედი 36 ბიბლიოთეკა მთლიანად მერიას დაექვემდებარება და ახალდშექმნილი მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ნაწილი გახდება. მანამდე თბილისში არსებული ბიბლიოთეკების ნაწილის ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ხელფასები მერიიდან ირიცხებოდა, სტრუქტურულად კი კულტურის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ბიბლიოთეკარების უმრავლესობას დედაქალაქის მთავრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების არ სჯერა და სამუშაო კონტრაქტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.