თბილისის ბაროკოს ფესტივალი
ვალტერის და შტაინის პიანოფორტეები – მუსიკალური საღამოები უნიკალური ისტორიული ინსტრუმენტებით და გასხვავებული ჟღერადობით – თბილისის ტრადიციად ქცეული ფესტივალი იწყება. ბაროკო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები რუსთაველის თეატრში გაიმართება. პროგრამაშია ცნობილი კომპოზიტორების მიერ დაწერილი ნაწარმოებების შესრულება.
რიგით მე-12 თბილისის ბაროკოს ფესტივალი 31 ოქტომბერს დაიწყო და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მსმენელს კიდევ არაერთი გამორჩეული მუსიკალური საღამო ელოდება.