„თბილისის ბაროკო ფესტივალი“

22:05, 17.11.2025

10 წლის წინ დაწყებული ტრადიცია გრძელდება. თბილისის ბაროკოს ფესტივალი მსმენელს წელსაც მრავალფეროვან პროგრამას ბაროკოს ეპოქის მუსიკოსების შემოქმედებას სთავაზობს. ფესტივალის მასპინძელი ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტაა“, რომელიც კონცერტებს მსოფლიო დონეზე აღიარებულ ქართველ და უცხოელ სოლისტებთან ერთად წარმოადგენს. ხვალ სცენაზე მე-17 საუკუნის მუსიკა უნდა გაცოცხლდეს.

ტრადიციად ქცეული თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე კონცერტი უკვე გაიმართა. ხვალინდელი კონცერტის გარდა კლასიკური მუსიკის მოყვარულების კიდევ რამდენიმე საღამო ელოდება.

ფესტივალი 7 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიხურება.

მსგავსი