ქართველი და უცხოელი ცნობილი ქორეოგრაფების შემოქმედება და მრავალფეროვანი პროგრამა – თბილისი ბალეტის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. წარმოდგენილია კლასიკური და თანამედროვე ქორეოგრაფიის შედევრები მსოფლიო დონის ვარსკვლავების მონაწილეობით.
ხვალინდელი დღე სრულად თანამედროვე საბალეტო დადგმებს დაეთმობა. თბილისის ბალეტის ფესტივალი, რომელიც წელს მეექვსედ იმართება, 6 ივლისს ლუდვიგ მინკუსის ბალეტით დაიხურება.